ენგურჰესის მუშაობა აღდგა
 ენგურჰესის მუშაობა აღდგა

ენგურჰესის მუშაობა აღდგა, ინფორმაცია პირველ არხს ჰიდროელექტროსადგურის დირექტორმა, ლევან მებონიამ დაუდასტურა. მებონიას განმარტებით, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ჰესმა სრული დატვირთვით განაახლა მუშაობა.

ლევან მებონიას ინფორმაციით, სადგურზე ავარია მაღალი წნევის მილის დაზიანებამ გამოიწვია, თუმცა პრობლემა ამჟამად სრულად ლიკვიდირებულია. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევის განმეორებითი საფრთხე მინიმალურია და ყველა შესაბამისი ზომა უკვე მიღებულია.