შპს „ენგურჰესი“ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას სამი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შპს „ენგურჰესი“ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას სამი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შპს „ენგურჰესი“ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვლისას სამი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს.

„პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან „ენგურჰესიდან“ წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი