„ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ პროექტირების დასრულების შესახებ ახალი ვიდეორგოლი მომზადდა

„ენგურჰესი – მსოფლიო დონის ატრაქციის“ პროექტირების დასრულების შესახებ ახალი ვიდეორგოლი მომზადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპროექტო სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა.

მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს შემეცნებით-გასართობი და კულტურულ ცენტრები, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქტიულ აღმოჩენათა ცენტრი, გასართობი და სათავგადასავლო ატრაქციები.

„ენგურის კაშხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გარდა ამისა მას განსაკუთრებული ინდუსტრიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მსოფლიოში სიმაღლით მეორე თაღოვანი კაშხალია“, – აცხადებენ სააგენტოში.