ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

მთავრობა აღნიშნული ინიციატივის დასამტკიცებლად პარლამენტს მიმართავს.

მოლდოვის მთავრობა რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

პრემიერ-მინისტრ გავრილიცას განცხადებით, მოსკოვში „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

მთავრობის ცნობით, მოლდოვის გაზის ბაზარზე დაახლოებით 16 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის დეფიციტია.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებიდან შესაძენად კანონით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს.

ამასთან, პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

„შეთანხმების მიღწევას თუ ვერ შევძლებთ, სხვა ზომებს მივმართავთ, რათა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა გავრილიცამ.