ენერგოდარის მერის ინფორმაციით, რუსული ძალები ქალაქს დილიდან ბომბავენ

10:13, 01.09.2022

რუსული ძალები ენერგოდარს დილიდან ბომბავენ. არიან დაშავებულები. ამის შესახებ უკრაინული მედია ენერგოდარის მერზე, დმიტრი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მერის ცნობთ, ქალაქის დაბომბვა დილის ხუთი სათიდან არ წყდება, ოკუპანტები ნაღმტყორცნებს იყენებენ. ორლოვის განცხადებით, რუსი სამხედროების სამიზნე რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი გახდა, არიან დაშავებულები.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა.

მსგავსი