ენერგობაზარზე ვითარების გართულების შემთხვევაში, ბრიტანეთში ზამთარში პერიოდულად შესაძლოა, ელექტროენერგია გამორთონ
ენერგობაზარზე ვითარების გართულების შემთხვევაში, ბრიტანეთში ზამთარში პერიოდულად შესაძლოა, ელექტროენერგია გამორთონ

ენერგობაზარზე ვითარების გართულების შემთხვევაში, კრიზისული გეგმით, ბრიტანეთში ზამთარში პერიოდულად შესაძლოა, ელექტროენერგია გამორთონ.

დასავლური მედიის ცნობით, ეს არის გეგმა ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რომელიც სავარაუდოდ განხორციელდება, თუ ცივი ამინდი საწვავის დეფიციტს დაემთხვევა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, გეგმის მიხედვით, გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის მიწოდება შეიძლება, შეწყდეს, რაც გამოიწვევს ელექტროენერგიის შეწყვეტას ბიზნესებისთვის და საცხოვრებელი სახლებისთვის.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ახალი პროგნოზები აჩვენებს, რომ ენერგიის წლიური გადასახადები შეიძლება, იანვრიდან 4 200 ფუნტ სტერლინგს აღემატებოდეს ცხოვრების ხარჯების კრიზისის სწრაფად გაუარესების ფონზე. ეს კონკრეტული ვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს დიდი ბრიტანეთის „უაღრესად უსაფრთხო და მრავალფეროვანი გაზისა და ელექტროენერგიის სისტემის“ გამო. თუმცა, მთავრობაში არ უარყვეს, რომ სცენარის მოდელირება შედგა.