„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა
„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა

უკრაინულ კომპანია „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უკრაინის ენერგეტიკული კომპანიის ცნობით, სადგურის ტერიტორიაზე რუსეთმა ორი ჯავშანტრანსპორტი და ექვსი სატვირთო შეიყვანა.

„საერთო ჯამში, სადგურის ტერიტორიაზე ახლა 40 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკაა განლაგებული. პირველ ელექტროსადგურთან არის 16 სამხედრო მანქანა, მეორესთან კი შვიდი. დამპყრობლებმა კიდევ 12 ერთეული ტექნიკა ესტაკადის ქვეშ განათავსეს“, – აცხადებენ უკრაინული სახელმწიფო კომპანიაში.

უკრაინა მოსკოვს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, საიდანაც მათი ცნობით, რუსები უკრაინის მიერ კონტროლირებად მიმდებარე ტერიტორიებს ბომბავენ.