„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფისებში ძაღლით მისვლაც იქნება შესაძლებელი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფისებში ძაღლით მისვლაც იქნება შესაძლებელი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფისებში აბონენტებს უკვე საკუთარ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად შეუძლიათ, მივიდნენ. როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, ძაღლების პატრონებს ე.წ. ცხოველების პარკინგი დახვდებათ.

ამ ეტაპზე, სიახლე კომპანიის სათაო ოფისში არის დანერგილი. მოგვიანებით კი, ძაღლების დასაბმელი სივრცეები მოეწყობა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, რუსთავის, ქობულეთის, ზუგდიდისა და ბაკურიანის ოფისებში.