„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების, რიყეთისა და დანისპარაულის 200 აბონენტს თოვლის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლის ინფორმაციით მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, მაღალი ზონის სოფლებში კი, 60 სანტიმეტრს აღწევს. ხულოს მერიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრამდე. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები.

გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 19 ერთეული ტექნიკა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების ორი ერთეული ტექნიკა აწარმოებს.

კურორტ გოდერძის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით.

ხულოს მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.