„ენერგო-პრო ჯორჯია“ – თელავს ელექტროენერგია თითქმის სრულად მიეწოდება, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდულია მხოლოდ კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩებზე

12:12, 13.07.2026

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ თელავს ელექტროენერგია თითქმის სრულად მიეწოდება.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით თელავის მხოლოდ ორ – კავკასიონის და სეხნიაშვილის ქუჩებს მიეწოდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიის“ ტექნიკური სამსახურის ოპერატიული მუშაობის შედეგად გუშინ, 12 ივლისს, 23:00 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სრულად მოხერხდა. თუმცა დღეს დილით ინფრასტრუქტურული სამუშაობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, ორ ქუჩას ენერგომომარაგება კვლავ შეეზღუდა.

12 ივლისს, გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. ამასთან, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანდა ავტომანქანები.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თელავში სტიქიის პირველად შეფასება გამოაქვეყნა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას.

მსგავსი