„ენერგო-პრო ჯორჯია“ - რეგიონების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ჩვენი მიზეზით არ მომხდარა
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - რეგიონების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ჩვენი მიზეზით არ მომხდარა

„ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ინფორმაციით, რეგიონების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა.

„საქართველოს რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ ქსელში ავარია არ მომხდარა. შესაბამისად, ენერგომომარაგების შეზღუდვა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა, თუმცა, კომპანია ბოდიშს უხდის საკუთარ აბონენტებს.

დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს, ბათუმის გარეუბნების, ახალქალაქის და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს, ასევე ზუგდიდის და სენაკის სოფლების ნაწილს, მცხეთის, ბოლნისის და მარნეულის სოფლების ნაწილს, ქალაქ რუსთავის აბონენტების ნაწილს.

ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება სტაბილურად ხორციელდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

დატოვე კომენტარი