„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ხელვაჩაურის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ხელვაჩაურის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება

ხელვაჩაურის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, – ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ინფორმაციით, დარჩენილია მხოლოდ სოფლების – ახალშენისა და ქვედა ჯოჭოს ნაწილი, სადაც მეწყერმა ელექტროქსელი მთლიანად წაიღო.

„აჭარაში სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის დიდი ნაწილი, დილით უკვე აღდგენილი იყო. ამ დროისთვის, ხელვაჩაურის დიდ ნაწილს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. დარჩენილია მხოლოდ სოფლების ახალშენისა და ქვედა ჯოჭოს ნაწილი, სადაც მეწყერმა ელექტროქსელი მთლიანად წაიღო.

აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს, მობილიზებულია სპეცტექნიკა და მასალები, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ქსელის გამართვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

ღამით აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში ძლიერმა წვიმამ დააზიანა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. მოვარდნილმა მეწყერმა წაიღო დგარების ნაწილი. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკურმა ბრიგადებმა ღამითვე ოპერატიულად დაიწყეს აღდგენითი სამუშაოების წარმოება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.