„ენერგო-პრო ჯორჯია“ ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქარის შედეგად მოტეხილმა ხეებმა ბათუმში დღეს დაბალი ძაბვის საჰაერო ელექტროქსელი დააზიანა. შედეგად, ძველი ბათუმის დასახლების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და აღნიშნული დასახლების აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. მუშაობა კვლავ გრძელდება და ეტაპობრივად მიმდინარეობს ავარიების ლიკვიდაცია“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ამასთან, კომპანიის ცნობით, ელექტროქსელი დმანისის, წალკის, ნინოწმინდასა და ახალქალაქის რაიონებშიც დაზიანდა, რის გამოც აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისი სამუშოები გრძელდება და ენერგომომარაგება დღის ბოლომდე სრულად აღდგება.