„ენერგო-პრო ჯორჯია“ - დასავლეთ საქართველოში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა, სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღადგინა, – ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათი ცნობით, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 265 000 ათასი აბონენტიდან ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 40 ათასამდე აბონენტს, სამეგრელოში 142 000 ათასი აბონენტიდან კი – 20 000-მდე აბონენტს.
„საერთო ჯამში, სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტიების დაახლოებით 5 %-ს. საგანგებო რეჟიმში მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გართულებული გადაადგილების მიუხედავად, კომპანიის ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ოპერატიული ტექნიკური ბრიგადები გადანაწილებულები არიან დაზიანებების ადგილებზე, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.