„ენერგო-პრო ჯორჯია“ არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
„ენერგო-პრო ჯორჯია“ არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებს.

როგორც „ენერგო-პროში“ აცხადებენ, ყველა რაიონში, 24 საათის განმავლობაში იმუშავაბენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები, მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკაც.

„მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას. კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკო-ს წარმომადგენელს პირდაპირი კავშირი ექნება კომპანიის მთავარ დისპეტჩერთანაც“, – აცხადებენ „ენერგო-პროში“.