ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება პირველ მარტამდე გადავადდა
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება პირველ მარტამდე გადავადდა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკული ბირჟა არა 2022 წლის პირველ იანვარს, არამედ პირველ მარტს ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილება „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 24 ნოემბრით თარიღდება.

ეს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების პირველი შემთხვევა არ არის. ბირჟა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის პირველ ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის დასაწყებად ბირჟის მონაწილეები მზად არ აღმოჩნდნენ.

ენერგეტიკული ბირჟა ამ დრომდე სატესტო რეჟიმში მუშაობს.