ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით წინანდალში შეხვედრა იმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო პროცესში, დეპუტატებთან ერთად, აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ასევე ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სუბიექტები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, „ენერგოეფექტურობის“ და „განახლებადი ენერგიის შესახებ“ კანონპროექტებზე, ასევე დაგეგმილ რეფორმებზე მსჯელობენ. განიხილავენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს, რომელთა მიზანია შიდა ბაზრის ორგანიზება, ენერგეტიკის სექტორში ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის გაზრდა, მარეგულირებელი კომისიის გაძლიერება და გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულებისთვის მექანიზმების უზრუნველყოფა, ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვა.

დატოვე კომენტარი