ენერგეტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება
ენერგეტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება

ენერგეტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება, თუმცა ცვლილება არ იქნება მნიშვნელოვანი. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე ფიქრობს, რომ გადასახადი შესაძლოა, მხოლოდ მეორე და მესამე საფეხურის აბონენტებისთვის გაიზარდოს, ანუ მათთვის, ვისი მოხმარებაც თვეში 100 კვტ.სთ-ზე მეტია.

ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა პროგნოზისგან თავს იკავებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ტარიფი რეალური იქნება, ანუ მარეგულირებელი კომისია გადასახადს ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით დაადგენს.

სემეკ-ი „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2018-2020 წლის ტარიფებს ხვალინდელ სხდომაზე დაამტკიცებს.