„ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება, ხდება ოპტიმიზაცია“

12:43, 29.11.2017

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება, ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკა ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეერთება სფეროს მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს.

„ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება. მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხდება ოპტიმიზაცია და რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში ენერგეტიკის მიმართულებით ყურადღებას არ შეამცირებს და არ დააკნინებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მსგავსი