ენდრიუ კუომო - დოლარის მაჩვენებელს ადამიანების სიცოცხლეზე წინ ვერ დავაყენებ
ენდრიუ კუომო - დოლარის მაჩვენებელს ადამიანების სიცოცხლეზე წინ ვერ დავაყენებ

დოლარის მაჩვენებელს ადამიანების სიცოცხლეზე წინ ვერ დავაყენებ, – ეს განცხადება ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ იმ ადამიანების საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც ნიუ იორკში ზომების შემსუბუქებას ითხოვენ.

„მესმის, ადამიანები იმედგაცრუებული არიან იმის გამო, რომ ეკონომიკა ამ დრომდე ვერ იხსნება. კარგად მესმის. მეც მინდა, გაიხსნას ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და შტატისთვის, რომელსაც სხვათაშორის, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს”, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.

ნიუ იორკის გუბერნატორის თქმით, ადამიანებს აქვთ უკმაყოფილების გამოხატვის უფლება, თუმცა არა სხვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ხარჯზე.

ასევე ენდრიუ კოუმოს თქმით, ზომების შემსუბუქების შემდეგ ნიუ იორკის მაცხოვრებლები ვალდებული იქნებიან, ნიღბები ატარონ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულია.