„ენდიაის“ ვიცე-პრეზიდენტი - მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, პატივი სცენ კანონს საარჩევნო კამპანიის პერიოდში
„ენდიაის“ ვიცე-პრეზიდენტი - მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, პატივი სცენ კანონს საარჩევნო კამპანიის პერიოდში

დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტი წარმოდგენილია შეზღუდული რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებლებით, რომლებიც საჯარო მოხსენებას გააკეთებენ არჩევნებთან დაკავშირებით. მე ვარ დელეგაციის წევრი, რომელიც მართავს შეხვედრებს არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან საქართველო და საქართველოს დემოკრატია მნიშვნელოვანია დემოკრატიის ინსტიტუტისა და შეერთებული შტატებისთვის, – ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ როუზელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ შეხვედრებს მართავს საქართველოს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან, რათა უკეთ შეიტყონ არჩევნების მოსამზადებელი პროცესის შესახებ.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ არ ახორციელებს არჩევნების მონიტორინგს, ჩვენ გვყავს მცირე დელეგაცია, რომელიც მართავს შეხვედრებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და მთავრობის წარმომადგენლებთან, რათა უკეთ გავიგოთ არჩევნების მოსამზადებელი პროცესის შესახებ. ოფიციალურად ჩვენ არ ვაკვირდებით“, – განაცხადა ნიკოლ როუზელიმ.

„ენდიაის“ ვიცე-პრეზიდენტი მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, პატივი სცენ კანონს საარჩევნო კამპანიის პერიოდში.

„როგორც იცით, გასული წლის პოლიტიკურ კრიზისს „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ ყურადღებით აკვირდებოდა, ამიტომ არის, რომ ჩვენი დელეგაცია იმყოფება აქ. ჩვენ დავაკვირდებით ამ არჩევნებს და მის შედეგებს, რომელიც განსჯილი იქნება ქართველი ხალხის მიერ. შედეგები რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ქართველ ამომრჩეველზე. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, პატივი სცენ კანონს საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მათ შორის კანდიდატების კამპანიას და საარჩევნო კომისიას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მნიშვნელობას, რომლებსაც პროცესის გაშუქების თავისუფლება უნდა მიეცეთ“, – განაცხადა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ვიცე-პრეზიდენტმა.