„ენდიაის“ კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს
„ენდიაის“ კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32 პროცენტი პარლამენტის საქმიანობს ცუდად აფასებს, ხოლო 10 პროცენტი ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. 8 პროცენტი თვლის, რომ პარლამენტი დადებითად მუშაობს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

დატოვე კომენტარი