„ენდიაი“ - გამოკითხულთა 92 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი/შემაშინებელი გარემო იყო
„ენდიაი“ - გამოკითხულთა 92 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი/შემაშინებელი გარემო იყო

ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77 პროცენტი აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო.

ენდიაის“ მიერ გამოკითხულთა შორის ყველაზე აქტიურები არჩევნებზე 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იყვნენ, რომელთა 84-მა პროცენტმა პირველ ტურში გააკეთა საკუთარი არჩევანი. 35-დან 54-მდე წლამდე გამოკითხულებს შორის 79 პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო 18-34 წლის კატეგორიაში 69 პროცენტი მივიდა საარჩევნო უბნებზე.

საარჩევნო უბნებზე არსებული სიტუაციის შეფასებისას, გამოკითხულთა 92 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები საარჩევნო უბნებზე კარგად იყო დაცული, 94 პროცენტი პასუხობს, რომ უბნებზე მოწესრიგებული სიტუაცია იყო, ხოლო 89 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებული.

გამოკითხულთა 92 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შემავიწროვებელი/შემაშინებელი გარემო იყო. მხოლოდ შვიდი პროცენტი მიიჩნევს საარჩევნო უბნებზე გარემოს ასეთად.

ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

დატოვე კომენტარი