„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 პროცენტი საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარედ ტურიზმს ასახელებს
„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 პროცენტი საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარედ ტურიზმს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 პროცენტი საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარედ ტურიზმს ასახელებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31 პროცენტი ქვეყნის ეკონომიკის ძლიერ მხარედ სოფლის მეურნეობას, ხოლო 6 პროცენტი ქარხნულ წარმოებასა და მრეწველობას ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

დატოვე კომენტარი