ლიდერთა საქმიანობის რეიტინგში პირველ ადგილზეა კახა კალაძე, შემდეგ მოდიან, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე და სალომე ზურაბიშვილი
ლიდერთა საქმიანობის რეიტინგში პირველ ადგილზეა კახა კალაძე, შემდეგ მოდიან, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე და სალომე ზურაბიშვილი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის მიხევდით, გამოკითხულთა 31 პროცენტი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, 32 პროცენტი საშუალოდ, ხოლო 16 პროცენტი ცუდად.

ამავე კვლევის მიხედვით, სადაც შეფასებულია ლიდერების საქმიანობა, გამოკითხულთა 17 პროცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობას კარგად აფასებს, 34 პროცენტი საშუალოდ, 24 პროცენტი კი, ცუდად.

კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 12 პროცენტი აფასებს კარგად, 30 პროცენტი საშუალოდ, ხოლო 25 პროცენტი ცუდად.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 8 პროცენტი კარგად აფასებს, 31 პროცენტი საშუალოდ, 34 პროცენტი კი ცუდად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

დატოვე კომენტარი