„ენდიაი“ ხვალ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარადგენს
„ენდიაი“ ხვალ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო მედიას ხვალ 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, წარდგენილი იქნება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

დატოვე კომენტარი