ენდიაი - გამოკითხულთა 72 პროცენტი აცხადებს, რომ სამსახურში აყვანისას დამსაქმებლებმა უპირატესობა უცხოელებთან შედარებით ქართველებს უნდა მიანიჭონ
ენდიაი - გამოკითხულთა 72 პროცენტი აცხადებს, რომ სამსახურში აყვანისას დამსაქმებლებმა უპირატესობა უცხოელებთან შედარებით ქართველებს უნდა მიანიჭონ

საქართველოში გამოკითხულთა 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამსახურში აყვანისას დამსაქმებლებმა უპირატესობა უცხოელებთან შედარებით ქართველებს უნდა მიანიჭონ, კანდიდატების კვალიფიკაციის მიუხედავად. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

მოსაზრებას არ ეთანხმება 25 პროცენტი, ხოლო ოთხი პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 61 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება მისი ძლიერი მხარეა და არა სისუსტე, 30 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

56 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა შეზღუდოს ქვეყანაში ჩამომსვლელი უცხოელი იმიგრანტების რაოდენობა, 37 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

46 პროცენტი მიიჩნევს, რომ უცხოელ იმიგრანტებს საქართველოში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, 40 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.