„ენდიაი“ - გამოკითხულთა 58 პროცენტი, შესაძლებლობის შემთხვევაში, საპენსიო ფონდიდან დანაზოგს არ გაიტანდა
„ენდიაი“ - გამოკითხულთა 58 პროცენტი, შესაძლებლობის შემთხვევაში, საპენსიო ფონდიდან დანაზოგს არ გაიტანდა

ენდიაის“ კვლევის თანახმად, სახელმწიფო დაგროვებით საპენსიო პროგრამაში გამოკითხულთა 80 პროცენტი ჩართული არ არის, 19 პროცენტი კი აღნიშნული პროგრამით სარგებლობს.

პროგრამაში ჩართულ პირთაგან გამოკითხულთა 58 პროცენტს შესაძლებლობა რომ ჰქონოდა დანაზოგს არ გაიტანდა, 38 პროცენტი კი გაიტანდა.

ამასთან, გამოკითხულთა 74 პროცენტი ამბობს, რომ უკეთესი იქნება თუ 40 წლამდე მოსახლეობას საშუალება ექნება, ხელფასის 2% ნებაყოფლობით გადარიცხოს საპენსიო ფონდში. 11 პროცენტის აზრით კი, უკეთესი იქნება, თუ 40 წლამდე მოსახლეობა ვალდებული იქნება ხელფასის 2% ყოველთვიურად გადარიცხოს საპენსიო ფონდში.

ენდიაიმ“ აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.