ენდიაი - გამოკითხულთა 41 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 37 პროცენტი - ცუდად
ენდიაი - გამოკითხულთა 41 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 37 პროცენტი - ცუდად

საქართველოში გამოკითხულთა 41 პროცენტი არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 37 პროცენტი – ცუდად. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, მთავრობის საქმიანობას ძალიან კარგად მხოლოდ სამი პროცენტი აფასებს, ხოლო ძალიან ცუდად – 12 პროცენტი.

შეფასებებში ერთპროცენტიანი სხვაობაა 2018 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით. 2018 წლის მარტში მთავრობის საქმიანობას კარგად 42 პროცენტი აფასებდა, ცუდად – 36, ძალიან კარგად ორი, ხოლო ძალიან ცუდად – 13 პროცენტი.

კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.