ენდიაი - გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე
ენდიაი - გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს, 22 პროცენტი კი აცხადებს, რომ დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს.

ეკლესიის პოლიტიკურ გავლენაზე გამოკითხულთა 24 პროცენტი აცხადებს, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მცირე გავლენა უნდა ჰქონდეს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14 პროცენტმა არ იცის, ეკლესიას უნდა ჰქონდეს თუ არა გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს წარადგენს.

აღნიშნული კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

დატოვე კომენტარი