„ენდიაი“ - გამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა
„ენდიაი“ - გამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა.

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არცერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 2 პროცენტი, „გირჩი“ – 1 პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1 პროცენტი, „სხვა“ – 1 პროცენტი.

სლაიდში მითითებულია, რომ პოტენციური გამარჯვებულის შესახებ კვლევა ახალი მეთოდით ჩატარდა. ასევე განმარტებულია, რომ ახალი მეთოდის თანახმად, რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი და პასუხი თავად მონიშნა, ამასთან, პარტიების ჩამონათვალი შედგებოდა იმ პარტიებისგან, ვინც წინა კვლევაში რესპონდენტთა 1 პროცენტმა მაინც დაასახელა.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.