„ენდიაი“ - გამოკითხულები საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობას აფასებენ
„ენდიაი“ - გამოკითხულები საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობას აფასებენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა.

ამასთან, გამოკითხულთა 53 პროცენტი ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს, პოლიციის საქმიანობა გამოკითხულთა 42 პროცენტს მოსწონს. სასამართლოს საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 10 პროცენტი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.