„ენდიაი“ - აქციის მონაწილეების მოთხოვნას გიორგი გახარიას გადადგომაზე გამოკითხულთა 46% ეთანხმება, 39% კი არა
„ენდიაი“ - აქციის მონაწილეების მოთხოვნას გიორგი გახარიას გადადგომაზე გამოკითხულთა 46% ეთანხმება, 39% კი არა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოკითხულთა  46 პროცენტი ეთანხმება აქციის მონაწილეების მოთხოვნას შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 39 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ გახარია არ უნდა გადადგეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

დატოვე კომენტარი