სუპერმძიმე კატეგორიაში WBA-ის, IBF-ისა და WBO-ს ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონმა, მექსიკელმა ენდი რუისმა, შესაძლოა 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მექსიკა წარმოადგინოს.
წყაროს ცნობით, მექსიკის კრივის ფედერაციამ მოკრივეს უკვე მიმართა შესაბამისი წინადადებით, ასე რომ, რუისს ტოკიოს თამაშებზე გამოსვლის შანსი გაუჩნდა.
თავად მოკრივე არ არის წინააღმდეგი, მიიღოს ეს წინადადება, მაგრამ საკონტრაქტო ვალდებულებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ოლიმპიადაზე გამგზავრებაში.
შეგახსენებთ, რომ რუისს დეკემბერში ელოდება მატჩ-რევანში ბრიტანელი ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ.