ენდი მარი ტრავმის გამო კიოლნის ტურნირიდან მოეხსნა
ენდი მარი ტრავმის გამო კიოლნის ტურნირიდან მოეხსნა

დიდი სლემის შეჯიბრებების სამგზის გამარჯვებული, ჩოგბურთელი ენდი მარი მოეხსნა კიოლნის ტურნირიდან, რომელიც შემდეგ კვირაში გაიმართება, – ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

ბრიტანელს ძველი ტრავმა გაუმწვავდა – ხერხემლიდან ბარძაყთან დამაკავშირებელი კუნთი. წყაროს ცნობით, ამის მიუხედავად, მარი სეზონის ვადამდე ადრე დამთავრებას არ გეგმავს და სურს იასპარეზოს პარიზის მასტერსზე, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ნოემბრის პირველ კვირაში დაიწყება.