ენდი მარეიმ მწვრთნელი დაითხოვა
ენდი მარეიმ მწვრთნელი დაითხოვა

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ ისევ შეწყვიტა თანამშრომლობა თავის ამერიკელ მწვრთნელთან ივან ლენდლთან.

ლენდლის მადლიერი ვარ დახმარებისა და დარიგებებისთვის, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში მიზიარებდა. ერთად მივაღწიეთ დიდ წარმატებებს და ბევრი რამ ვისწავლეთ. ახლა, მე კონცენტრირებული ვარ ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოსამზადებლად გუნდის სხვა წევრებთან ერთად”, – დაწერა თავის ოფიციალურ გვერდზე მარეიმ.

ერთობლივი მუშაობის პერიოდში, რომელიც ორ დამოუკიდებელ პერიოდს მოიცავს, ბრიტანელმა მოიგო თავისი სამივე “სლემი”, ორი ოქრო ოლიმპიადებზე და წლის შემაჯამებელი ტურნირი, ამასთან, სათავეში ჩაუდგა ATP-ის რეიტინგს.

შეგახსენებთ, რომ მარეი აგრძელებს აღდგენას ბარძაყის ტრავმის შემდეგ და მალე გაემგზავრება მაიამიში წინასასეზონო შეკრების ჩასატარებლად. ამ მომენტისთვის, მარეის მე-16 ადგილი უკავია ATP-ის კლასიფიკაციაში.

დატოვე კომენტარი