ენდი მარეი ვარჯიშებს დაუბრუნდა
ენდი მარეი ვარჯიშებს დაუბრუნდა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ ოპერაციის შემდეგ ვარჯიშები განაახლა, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“ (Telegraph). ენდი, უბრალოდ, მსუბუქად მუშაობდა დარტყმებზე. როგორც ბრიტანელის მწვრთნელმა კრეიგ ალენმა განაცხადა, ეს იყო ბარძაყზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ მარეის პირველი დარტყმები.

ენდი მარეიმ გასული სეზონის დიდი ნაწილი ბარძაყზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღდგენას მოანდომა. ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების წინ, მან განაცხადა, რომ მიდის დიდი ჩოგბურთიდან, მაგრამ მოგვიანებით თქვა, რომ განმეორებით ოპერაციას დათანხმდა, რადგან ჯერ ისევ სჯერა სპორტში დაბრუნების.