ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა განთესილებში არ იქნება
ენდი მარეი მსოფლიოს ნომერი მეორე ჩოგნის ე.წ. „დაცულ რეიტინგს“ გამოიყენებს, რათა იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაში მიიღოს მონაწილეობა. 31 წლის ბრიტანელმა ბარძაყზე სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, მიმდინარე წლის ივნისში დაბრუნდა და ექვს ტურნირში მიღო მონაწილეობა, თუმცა მომავალ წელს მეტის გაკეთების იმედი აქვს.
ამჟამად მარეი მსოფლიოს 259-ე ჩოგანია, თუმცა ოპერაციამდე რეიტინგში მეორე იყო და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წესების მიხედვით, მას შეუძლია ე.წ. „დაცული რეიტინგი“ გამოიყენოს (რეიტინგი, რომელიც ტრავმის მიღებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ჰქონდა), რათა კონკრეტული მაღალი დონის ტურნირში მიიღოს მონაწილეობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ „დაცული რეიტინგისა“, ავსტრალიის ღია პირველობაზე მარეი განთესილებს შორის არ იქნება.