ენდი ბერნემი – ვინ გააჩინა ცეცხლი? უკრაინას ეს არ გაუკეთებია, რუსეთმა დაიწყო უკანონო შეჭრა, ბრიტანეთი არასდროს იქნება ისეთი მეგობარი, რომელიც მხოლოდ მზიან ამინდში გედგება გვერდით

18:03, 24.08.2026

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი კრემლის კრიტიკას პასუხობს და სვამს კითხვას – „ვინ გააჩინა ცეცხლი?“.

ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას იმავე მხარდაჭერას უწევს, რასაც თავიდანვე აკეთებდა.

ამასთან, მისივე თქმით, ბრიტანეთი არასდროს იქნება „კარგი ამინდის მეგობარი“.

„ვინ გააჩინა ცეცხლი? მთავარი კითხვა ხომ ეს არის? უკრაინას ეს არ გაუკეთებია. უკანონო შეჭრა რუსეთმა დაიწყო და ეს აბსოლუტურად ნათელია. მათ შეუძლიათ, ეს ნებისმიერ დროს შეაჩერონ. ბრიტანეთი არასდროს იქნება ისეთი მეგობარი, რომელიც მხოლოდ მზიან ამინდში გედგება გვერდით. ხალხი ჩემგან სწორედ იმას ელოდება, რომ აქ ვიყო და ჩვენი ურყევი მხარდაჭერა გამოვხატო. და მეც ზუსტად ამას ვაკეთებ“, – განაცხადა ბერნემმა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთი ომში კიევის რეჟიმის მხარეს არის ჩართული, ბრიტანეთი სისტემატურად და რეგულარულად ასხამს ცეცხლზე ნავთს“.

მსგავსი