ენდი ბერნემი რეალობა ისაა, რომ გლობალური მოვლენები ზრდის ხარჯებს და ოჯახები გრძნობენ ამ გავლენას

12:45, 08.10.2026

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის თქმით, მოსახლეობას საწვავის ფასები აწუხებს. მან აღნიშნა, რომ ბენზინგასამართ სადგურებთან მისული მოქალაქეები ბენზინის ფასის მატების მიზეზს ვერ ხვდებიან.

„რეალობა ისაა, რომ გლობალური მოვლენები ზრდის ხარჯებს და ოჯახები აქ, სახლში გრძნობენ ამ გავლენას“, – წერს ენდი ბერნემი.

​დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის არ შეეგუება იმ აზრს, რომ თითქოს ხალხის დასახმარებლად არაფერი შეუძლია. ბერნემმა მოქალაქეებს მოუწოდა, ბენზინის ფასები Google Maps-ში გადაამოწმონ.

„დღეიდან თქვენ შეძლებთ ნახოთ ბენზინისა და დიზელის ფასები Google Maps-ზე, შეადაროთ ახლომდებარე სადგურები და იპოვოთ ყველაზე იაფი ვარიანტი, ვიდრე შევსებას დაიწყებთ“, – აღნიშნა ენდი ბერნემმა.

​დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული მცირე ცვლილებაა, თუმცა ამ პრაქტიკული გზის გამოყენებით მოქალაქეები უფრო მეტ თანხას დაზოგავენ.

 

მსგავსი