ენდი ბერნემი მომდევნო კვირას ემანუელ მაკრონს უმასპინძლებს
მომდევნო კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი დაუნინგ სტრიტზე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უმასპინძლებს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მაკრონი ბრიტანულ მუზეუმში გობელენის გამოფენის ოფიციალურ გახსნასაც დაესწრება. სავარაუდოდ, მაკრონი ასევე მონაწილეობას მიიღებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ შეხვედრაში. ეს იქნება ევროკავშირის ლიდერის პირველი ვიზიტი ბრიტანეთში ბერნემის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ძირითადად შიდა საკითხებზე იყო კონცენტრირებული , თუმცა მისმა ბოლოდროინდელმა დიპლომატიურმა აქტივობამ აჩვენა მისი მზაობა, დაადასტუროს სოლიდარობა ბრიტანეთის მთავარ მოკავშირეებთან.
ერთ-ერთი პირველი სატელეფონო საუბრისას ბერნემმა ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ მოუთმენლად ელის ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მტკიცე ურთიერთობების განვითარებას, რაც სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს.