„ენბისი“ - პენტაგონის ხელმძღვანელმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
„ენბისი“ - პენტაგონის ხელმძღვანელმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

ენბისის“ ცნობით, პენტაგონის ხელმძღვანელმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიას სამმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა, რომელთა ვინაობასაც ჟურნალისტები არ ასახლებენ.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები როგორც წესი, გადადგომის შესახებ წერილებს ამზადებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პრეზიდენტი იღებს.

თუმცა, როგორც „ენბისი“ ამტკიცებს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განცხადება იმის გამო დაწერა, რომ ის ერთ-ერთია ვისი გადაყენებაც არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა.

ამავე დროს ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადადგომამდე პენტაგონის ხელმძღვანელი კონგრესთან ერთად მუშაობს კანონზე, რომლითაც სამხედრო ბაზებისთვის კონფედერანტი სამხედრო მოსამსახურეების სახელების მინიჭება დაუშვებელი გახდება. ამ რეგულაციის მიღებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება.