„ენბისი ნიუსი“ - ისრაელი უახლოეს დღეებში განიხილავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს, სავარაუდოდ, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე
ისრაელი უახლოეს დღეებში განიხილავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელებას, სავარაუდოდ, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ისრაელი უფრო სერიოზულად უდგება ირანზე ცალმხრივი დარტყმის შესაძლებლობას, რადგან შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, წინასწარი ან ჩარჩოშეთანხმების მიღწევას უახლოვდება, რომელიც მოიცავს ურანის გამდიდრების შესახებ დებულებებს, რომლებსაც ისრაელი მიუღებლად მიიჩნევს.
„ენბისი ნიუსი“ წერს, რომ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი დარტყმა ან ქმედება ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დრამატული გაწყვეტა იქნებოდა, რომელიც ასეთი ნაბიჯის წინააღმდეგია.
ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან პასუხს ელოდება ბირთვული შეთანხმების შეთავაზებულ ჩარჩოსთან დაკავშირებით და ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ თეირანი მოლაპარაკებებში უფრო მკაცრი გახდა.