„ენბისი ნიუსი“ - გამოკითხვის მიხედვით, „ჯენზის“ თაობის თითქმის 30 პროცენტი ინდენტიფიცირდება, როგორც ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, გეი ან ქვიარი
„ენბისი ნიუსი“ - გამოკითხვის მიხედვით, „ჯენზის“ თაობის თითქმის 30 პროცენტი ინდენტიფიცირდება, როგორც ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, გეი ან ქვიარი

აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ჯენზის“ თაობაში ყოველი ოთხიდან ერთზე მეტი იდენტიფიცირდება როგორც ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, გეი ან ქვიარი. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ „საჯარო რელიგიის კვლევით ინსტიტუტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევაში წერია, რომ „ჯენზის“ თაობის 28 პროცენტი იდენტიფიცირდება, როგორც ლგბტქ, რაც პროცენტულად ბევრად მეტია სხვა თაობებთან შედარებით. მაგალითად, „მილენიალებში“ ეს რაოდენობა შეადგენს 16%-ს, „იქს თაობაში“ კი – 7%-ს.

„იმ ადამიანების პატივისცემის მიუხედავად, რომლებიც იდენტიფიცირდებიან როგორც ლგბტქ, ძალიან ნათელია, რომ „ჯენზის“ თაობა ბევრად განსხვავებულია, ვიდრე უფროსი თაობა“, – ამის შესახებ „საჯარო რელიგიის კვლევითი ინსტიტუტის“ დირექტორმა, მელის დექმანმა განაცხადა.

კვლევის თანახმად, „ჯენზის“ თაობაში 72% იდენტიფიცირდება როგორც ჰეტეროსექსუალი, 15% – ბისექსუალად, 5% – როგორც გეი ან ლესბოსელი, დანარჩენი 8% – როგორც სხვა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 6 600 „ჯენ ზიმ“ მიიღო. როგორც „ენბისი ნიუსი“ წერს, რელიგიის კვლევითმა ინსტიტუტმა ეს კვლევა მას შემდეგ ჩაატარა, რაც აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ლგბტქ ადამიანები მზარდი გამოწვევების წინაშე დგანან.