„ენბისი ნიუსი“ - ჩვენების მისაცემად აშშ-ის კონგრესის კომიტეტში გამოუცხადებლობის გამო ბილ კლინტონის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება იგეგმება
„ენბისი ნიუსი“ - ჩვენების მისაცემად აშშ-ის კონგრესის კომიტეტში გამოუცხადებლობის გამო ბილ კლინტონის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება იგეგმება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მისაცემად კონგრესის კომიტეტის წინაშე არ გამოცხადდა, რის გამოც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, კომიტეტი კონგრესისადმი უპატივცემულობის მუხლით ბილ კლინტონისთვის ბრალის წაყენების საკითხს მომავალ კვირას უყრის კენჭს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს კომერი აცხადებს, რომ „ბილ კლინტონს რაიმე სახის დანაშაულში არავინ ადანაშაულებს და მასთან უბრალოდ კითხვები ჰქონდათ“.

კომიტეტმა ჩვენების მიცემის პროცედურა ყოფილ პრეზიდენტთან – სამშაბათს, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან კი ოთხშაბათს ჩანიშნა, თუმცა ჯეიმს კომერისადმი გაგზავნილ წერილში ბილ და ჰილარი კლინტონებმა განაცხადეს, რომ კომიტეტში გამოცხადებას არ აპირებდნენ.