„ენბისი“ - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გეგმაზე მუშაობს
„ენბისი“ - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გეგმაზე მუშაობს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გეგმაზე მუშაობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ენბისი“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, გეგმა იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან ამერიკული კონტიგენტის გაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ტრამპმა შესაბამისი განკარგულება, შესაძლოა, ისევე მოულოდნელად გასცეს, როგორც ეს სირიის შემთხვევაში მოხდა.

მანამდე გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყებოდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთში სამხედროების რაოდენობას თანმიმდევრულად ამცირებს. გამოცემის ცნობით, ავღანეთი უკვე დატოვა 2 000-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.