„ენ ბი სი ნიუსი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ენერგოქსელის აღსადგენად USAID-ის მხარდაჭერის პროგრამა გააუქმა
„ენ ბი სი ნიუსი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ენერგოქსელის აღსადგენად USAID-ის მხარდაჭერის პროგრამა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმდინარე კვირაში უკრაინის ენერგოქსელის აღსადგენად USAID-ის მხარდაჭერის პროგრამა გააუქმა. ამის შესახებ „ენ ბი სი ნიუსს“ ორმა ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

როგორც მედიასაშუალება წერს, ეს არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა უკრაინის ენერგოსექტორში, რათა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან განადგურებული ინფრასტრუქტურა აღედგინათ.

ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოსცა განკარგულება, რომ გაუქმდეს პროგრამა, რომელიც „ფინანსური სექტორის რეფორმის საქმიანობაზე“ იყო ორიენტირებული.