ემზარ საბანაძემ საზოგადოებას ონის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
ემზარ საბანაძემ საზოგადოებას ონის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებას მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება გააცნო.

მისი ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სამი ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციის რეჟიმში.

„ამ ეტაპზე ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისი სამსახურების მიერ მუდმივად კონტროლდებიან როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ასევე მუნიციპალიტეტში რისკის ზონიდან შემოსული მოქალაქეები.

მუნიციპალიტეტში სრულიად არის აღჭურვილი და მზადყოფნაშია საკარანტინო ზონა, გადამზადებულები არიან როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე, მოხალისეთა ჯგუფი. ონის მუნიციპალიტეტის მერიას, შესაბამის სამსახურებს ჩემი ხელმძღვანელობით მუდმივი კავშირი გვაქვს სამედიცინო პერსონალთან. ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს. ქალაქი მარაგდება სასურსათო პროდუქციით. არ დგას დეფიციტის საფრთხე“ ,- აცხადებს ემზარ საბანაძე.

მერი მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დადგენილი წესები, დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლებში.

„გავუფრხთილდეთ როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის ჯანმრთელობას“ ,- აღნიშნავს მერი.