ემზარ კვიციანი - „კომუნისტურმა პარტიამ“ ბევრი ოჯახი დანგრევას გადაარჩინა, რადგან წყვილს დასაფიქრებლად ხუთი დღის ნაცვლად, ბევრად მეტ დროს აძლევდა
ემზარ კვიციანი - „კომუნისტურმა პარტიამ“ ბევრი ოჯახი დანგრევას გადაარჩინა, რადგან წყვილს დასაფიქრებლად ხუთი დღის ნაცვლად, ბევრად მეტ დროს აძლევდა

გაცხარებული კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივა იუსტიციის სახლში, იმათ ხუთი დღე ეყოფა დასამშვიდებლად?! რატომ არ შეიძლება, ორი თვე მაინც ჰქონდეთ ფიქრისთვის ადამიანებს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, „კომუნისტურმა პარტიამ“ წლების წინ ბევრი ოჯახი დანგრევას გადაარჩინა, რადგან წყვილს დასაფიქრებლად ხუთი დღის ნაცვლად, ბევრად მეტ დროს აძლევდა.

მისივე თქმით, ახლა სხვა ვითარებაა და წყვილს კამათის შემდეგ გაანალიზებისთვის ხუთი დღე აქვს.

ამასთან, დეპუტატმა კითხვით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს, „რატომ აწყობს ვიღაცას, რომ ჩვენთან ოჯახები ინგრეოდეს!“.

„ქალბატონო სოფო, ოჯახური ძალადობა, რომელიც ყველგან არსებობს, ადამიანი ძალადობაზე ისედაც ხომ ისჯება?! რატომღაც, თითიდან გამოწოვილივითაა, რომ სახელმწიფო ოჯახში ძალიან ერევა. ცოლ-ქმარი ერთმანეთში თუ იკამათებენ და იჩხუბებენ, გვაქვს ისეთი კანონი, რომ ხუთ დღეში ხელში ჩავახუტებთ განქორწინებას. სახელმწიფოს მხრიდან ესეც ხელშეწყობაა. ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას და განადგურებას კომუნისტურმა წყობამ. ექვსი თვე ხომ ჰქონდა წყვილს საფიქრალი, ამის შემდეგ სასამართლო ორ თვეს უმატებდა, რათა იქნება შერიგებონენ, რომ ბავშვები მშობლების გარეშე რ დარჩენილიყვნენ. დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება,ოჯახების დასანგრევად. გასაკვირია ასე რატომ ხდება. სად არ ხდება, კამათი, ჩხუბი, ძალადობა?! ეს ხომ ისჯება?! ანუ, კონკრეტული კითხვა ის არის, ხუთ დღეში რატომ ხდება განქორწინების მოწმობის მიცემა. გაცხარებული, კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივა იუსტიციის სახლში, იმათ ხუთი დღე ეყოფა დასამშვიდებლად?! თუ რომელიმემ არ შეიტანა განცხადება და არ თქვა უარი განქორწინებაზე, ხუთ დღეში აძლევენ განქორწინების საბუთს“, – განაცხადა კვიციანმა.