ჩაბუქის მეუღლე - დღეს სასამართლოსგან არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ველოდები
ჩაბუქის მეუღლე - დღეს სასამართლოსგან არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ველოდები

დღეს სასამართლოსგან არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები და ამაში დარწმუნებული ვარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა განუცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაჩენს უზენაეს სასამართლოში და თუ საჭირო გახდა ევროსასამართლოშიც გაასაჩივრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს.

დაცვის მხარე აპირებს, პროცესზე მტკიცებულებათა ერთობლიობა წარადგინოს. ჩაბუქის ადვოკატის, ვახტანგ კვიჟინაძისთქმით, აღნიშნული მტკიცებულებები იძლევა საფუძველს, რომ თურქეთის რესპუბლიკას უარი ეთქვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე.